სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, იყალთოს მთის, კოსტავას, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, ფანასკერტელ-ციციშვილის, წინაუბნის, ქარელის, ბაკურციხის, იყალთოს, გორის, ტუსკიას, სიმონ ჩიქოვანის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ალექსანდრე ბასილაიას, ბაკურიანის, გურამ ბზვანელის, ზურაბ ქაფიანიძის, ნოდარ ანდღულაძის, ლიხაურის, ნატახტარის, ტეხურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გონაშვილის, მეტეხის, მეფე სოლომონ ბრძენის, მარტყოფის, ხივინის, ქურხულის, ახმეტის, სევანის, ლადო მესხიშვილის, ისნის, მაჭარის, მახათას, დედოფლისწყაროს, ბოროდინის, ფაღავას, ლაგოდეხის, ფერიცვალების, ღვინის აღმართის, ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის, ერევნის, ირბახის, წურწუმიას, ცისკრის, იუსტინე აბულაძის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ნიკოლოზ იზაშვილის, ბადიაურის, თელავის, ალადაშვილის, დმანისის, სართიჭალის, ხერხეულიძის, ალიხანიანის, დუტუ მეგრელის, ნასაკირალის, რუისის, ჩეხოვის, ურბნისის, იუსტინე ჩუბუნიძის, მთავარანგელოზის და ფოსტის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, გიორგი წერეთლის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელასა და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ეგნატესა და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის და გორის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ლომინაძის, სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, გომარეთის, ახტალის და ბახმაროს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ზურა მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

როგორც „თელასში“ აცხადებენ, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს