თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ში განუცხადეს, რექტორის არჩევნებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

გიორგი შარვაშიძემ საბჭოს 32 წევრის ხმა მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცირა ბარამიძეს მხარი ერთმა ადამიანმა დაუჭირა, საბჭოს ასევე ერთი წევრის მხარდაჭერა მოიპოვა გია ბარაბიძემაც, ხოლო, 3 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის რექტორის პოსტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო