ბუსა ჟვანიას ადვოკატი - საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს

საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჭკადუა განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები მუცლის არეში აქვს.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბუსას შეეფარდა პატიმრობა. ჯერ მისი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. იცით, რომ გამოძიება დაიწყო აბსოლუტურად სხვა მუხლით, შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება, დასაზუსტებელია ბევრი გარემოება, მათ შორის, რა გარემოებებში მიიღო თვითონ ბუსა ჟვანიამ დაზიანებები. ბატონ გოგი თოფაძეს უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ, ძალიან კარგია, რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ბუსაც იყო იგივე საავადმყოფოში, არავინ არსად არ გარბის, დაველოდოთ გამოძიებას. ბუსას დაზიანებები აქვს მუცლის არეში“, - განაცხადა ჭკადუამ.

ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა