ალეკო ელისაშვილი - საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული შეთავაზება, მაგრამ ოპოზიციაში ყური არავინ შეიბერტყა

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ისინი იმიტომ იკრიბებოდნენ, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო.

"ჩვენ იქ დავდიოდით ერთადერთი საქმისთვის, სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი საკითხისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ბოლოს და ბოლოს მიეღო პატიოსანი საარჩევნო წესი-პროპორციული არჩევნები, მეტ-ნაკლებად პატიოსანი წესი 120/30-ზე დამტკიცებულია",-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მათ სურდათ, რომ საერთო კანდიდატის ბრძოლისუნარიანობა კვლევების შედეგებით შეემოწმებინათ, თუმცა ელისაშვილის თქმით, ამ თემაზე ოპოზიციაში "ყური არავინ შეიბერტყა".

"საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეთავაზება, მაგრამ ოპოზიციაში ყური არავინ შეიბერტყა. ჩვენ ვამბობდით, რომ მაგარია თუ სუსტი კანდიდატი, ამას რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი კი ნუ გადაგვიწყვეტს, ჩავატაროთ კვლევა და თუ ის აჩვენებს, რომ ვიღაც არის მაგარი, ბრძოლისუნარიანი და აქვს უნარი, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი დაამარცხოს, ის დადგეს მეთქი. ყური შეიბერტყა ვინმემ? არ შეიბერტყა", -განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს