თსუ გიორგი შარვაშიძის რექტორად არჩევის თაობაზე  ინფორმაციას ავრცელებს

თსუ-ს რექტორად გიორგი შარვაშიძის არჩევის თაობაზე უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კახა ლორიას შეფასებით, ფარული კენჭისყრის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა.

აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან ხმის მიცემის პროცესში 37 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ბარამიძემ მიიღო - 1 ხმა, ცირა ბარამიძემ - 1 ხმა, გიორგი შარვაშიძემ -32 ხმა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა. შედეგად, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მომდევნო 4 წლის ვადით რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო.

აკადემიური საბჭოს წევრის რევაზ შანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს აკადემიურმა საბჭომ იხელმძღვანელა იმ კონცეფციებით, რომელიც რექტორობის კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი.

„ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით კონცეფციებს და გავსაუბრებოდით კანდიდატებს. გიორგი შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდა. მან 4 წლის განმავლობაში კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების საინტერესო გეგმა“, - აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ-ს რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია საჯარო იყო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა