ლევან იოსელიანი - საბურთალოზე მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ და აუცილებლად მოვიგებთ

პოლიტიკური პარტია "მოქალაქეების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან იოსელიანი დარწმუნებულია, რომ საბურთალოზე ალეკო ელისაშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიას საბურთალოს გარდა, შესაძლოა, სხვაგანაც ჰყავდეს კანდიდატები, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"დღეს დაფუძნდა პოლიტიკური პარტია "მოქალაქეები", რომლის თავმჯდომარეც არის ალეკო ელისაშვილი. ჩვენ წარმოვადგინეთ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ჩვენს გუნდში იქნებიან. ალეკო ელისაშვილი საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ეს არის გადაწყვეტილი. ჩვენ საბურთალოზე მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ, საბურთალოს აუცილებლად მოვიგებთ. ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ და ამას გავიმეორებთ. რაც შეეხება სხვა უბნებს, ამ საკითხზე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, არ გამოვრიცხავთ, რომ სხვაგანაც გვყავდეს კანდიდატები, ყოველ შემთხვევაში დღეს საბურთალოს საკითხია გადაწყვეტილი", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის დღეს, ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ პრეზენტაცია გამართა. ელისაშვილის თქმით, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს საბურთალოს ოლქში იყრის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)