თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ვფიქრობ, სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივლენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა, საქმეში FBI-ს ჩართვა ოჯახს სიმართლის დადგენაში დაეხმარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შესახვედრად ხვალ,11:00 საათზე მივდივართ, სავარაუდოდ, იმ 5 გამომძიებელთან, რომლებიც უწყებამ გამოყო. ასე ვფიქრობ, სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო. FBI-ს ვენდობი, რასაც დაადგენენ, ყველაფერზე თანახმა ვიქნები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. აღნიშნული მიზნით, უწყების წარმომადგენლები ხვალ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო