მიხეილ რამიშვილი - ძალიან ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არა თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, არამედ მოკლულია

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი ვიღაცამ გაასუფთავა.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" ისაუბრა.

„არ არის გამორიცხული... ძალიან ბევრი წყარო და ბევრი ინფორმაცია იძლევა იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს გოგო არა თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, არამედ ნამდვილად მოკლული იქნა. ეს გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ის ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა. ეს ინფორმაცია ინახებოდა იმ ლეპტოპში, რომელსაც ის არასდროს არ ტოვებდა და თან დაჰქონდა. ლეპტოპში, აბსოლუტურად არ აღმოჩნდა არაფერი...არც „ინსტაგრამი“, არც „ვოთსაფი“, ქალბატონმა თეონამ, თამარის დედამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკუთარი თვალით აქვს ნანახი, თამარს ლეპტოპში ფეისბუქი რომ ჰქონდა და როგორ სარგებლობდა მისით“, - განაცხადა რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო