გია ვოლსკი - ირაკლი ჩიქოვანთან გიგი უგულავა ვერ მოვა, ვერც მონაცემებით და ვერც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილ ირაკლი ჩიქოვანს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, გიგი უგულავა ან სხვა ოპოზიციონერი ვერც მონაცემებით და ვერც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით ვერ შეედრება.

როგორც ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, როგორ შეიძლება სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც მისი შეფასებით, „9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნაწილია“.

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოვლდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ. მთავარი საკითხია კიდევ-საერთოდ, რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი, მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ნახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეგიონებში ცალ-ცალკე იბრძვიან, მათ საერთო ნიშანი აქვთ.

„ცალ-ცალკე იბრძვიან და ეს მათი არსია, რაში აწყობთ და არ აწყობთ, მათ აერთიანებთ საერთო დამახასიათებელი ნიშანი - ახალგაზრდების სისხლზე დამყნობილი პარტიული ორგანიზაციაა“, - აცხადებს ვოლსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო