გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. სხდომა გასულ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. გასულ პროცესზევე გადაისინჯა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო