ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ არსებობს მიზეზი, არ დავიჯეროთ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბეირუთის აფეთქება შემთხვევითობა იყო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი უარყოფს ნებისმიერ ვერსიას, რომლის თანახმადაც, ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე შეიძლება, ისრაელი იყოს პასუხისმგებელი.

როგორც ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, „არ არსებობს მიზეზი, არ დავიჯეროთ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქება შემთხვევითობა იყო“.

ამ თემაზე CNN ისრაელის ხელისუფლებაში ესაუბრა ორ მაღალჩინოსანს, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ ისრაელი აღნიშნულში არ არის გარეული. მანამდე ბეირუთში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად ისრაელის მიერ რადიკალურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საწყობზე იერიშის მიტანა დასახელდა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა ასობით ადამიანი, ასევე ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო