ბრაზილიაში კორონავირუსის 51 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 154 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 51 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2.8 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტორს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 154 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 95 819-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია კვლავ მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა