თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მივლენ.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებაში FBI-ის ჩართულობისთვის შსს-ის მზაობა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ვადებთან დაკავშირებით მთავარი არის პროკურატურის გადაწყვეტილება.

„შინაგან საქმეთა სამინისტოს მზაობა ერთი გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამის უკან მთავარი არის პროკურატურის და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მთავარია“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების მოწვევა დაჩქარებულად უნდა მოხდეს.

„ყველაფერი დაჩქარებული წესით უნდა იყოს და არ იყოს მხოლოდ საზოგადოებაში გამოჩენა იმის, რომ ჩვენ ვართ მზად. ეს ყველაფერი დროულად უნდა მოხდეს“, - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა