Reuters - ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად, გაერო-ს დროებითი ძალების გემი დაზიანდა და რამდენიმე მშვიდობისმყოფელი დაშავდა

ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) საზღვაო გემი დაზიანდა და რამდენიმე სამხედრო -საზღვაო მშვიდობისმყოფელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გემი ბეირუთის პორტში იყო გაჩერებული. „ლიბანში გაეროს დროებით ძალებს დაშავებული მშვიდობისმყოფელები უახლოეს საავადმყოფოებამდე გადაჰყავთ,“- ნათქვამია UNIFIL-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 და დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი. ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა