საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის რეგიონულმა ლაბორატორიებმა საერთაშორისო სტანდარტის - ISO17025:2017-ის შესაბამისობის აკრედიტაცია გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის რეგიონულმა ლაბორატორიებმა ქალაქ ბათუმში, ქალაქ ახალციხესა და ქალაქ გორში წარმატებით გაიარეს საერთაშორისო სტანდარტის - ISO17025:2017-ის მოთხოვნების შესაბამისობის აკრედიტაციის შეფასების პროცესი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ექსპერტიზის რეგიონული ლაბორატორიების აკრედიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის - ISO17025:2017-ის მოთხოვნების შესაბამისად.

უწყების ინფორმაციით, აკრედიტაციის მოსაპოვებლად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დამტკიცდა მეთოდური სახელმძღვანელოები, სტანდარტული სამოქმედო და ადმინისტრაციული პროცედურები, ასევე, ამავე დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის რეგიონული ლაბორატორიის ექსპერტებმა ამერიკული აკრედიტირებული კომპანიების (CTS, RS&A) მიერ მოწოდებული ტესტებით გაიარეს საერთაშორისო პროფესიული ტესტირება. აღნიშნული ტესტებით ხდება ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების კვალიფიკაციის შემოწმება და დადასტურება.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მიერ ISO17025:2017-ის აკრედიტაციის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ჩართულობითა და მხარდაჭერით.

"მეამაყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) უკვე 20 წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ლაბორატორიებთან თანამშრომლობს. ჩვენ ექსპერტ-კრიმინალისტებს დახმარებას ვუწევდით ტექნიკური და საჭირო კონსულტაციების კუთხით, ასევე, მათი გადამზადება განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოხარული ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ლაბორატორიებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიმედოვნებ, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) დირექტორმა რებეკა ჰანტმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მიერ მომზადებული დასკვნა აღიარებული და მისაღები იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ექსპერტიზის სხვა მიმართულებების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის და 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე, ასევე, იგეგმება ჰაბიტოსკოპიური და დოკუმენტების ტექნიკური/გრაფიკული ექსპერტიზის ლაბორატორიების აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO17025:2017-ის მოთხოვნების შესაბამისად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს