აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 399 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 771 080-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 399 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 156 801-ს მიაღწია.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კალიფორნიის შტატშია დაფიქსირებული, სადაც დღემდე 526 685 შემთხვევაა დადასტურებული, შემდეგ მოდიან ფლორიდის, ტეხასის, ნიუ-იორკისა და ჯორჯიის შტატები.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა