გოგი თოფაძე - ნინო ქადაგიძეს ვნახავ, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება - ლევანი უკეთესობისკენაა და სიფიცხემ გადამიარა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მეუღლესთან, ნინო ქადაგიძესთან შეხვედრას აპირებს.

როგორც თოფაძე ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, ნინო ქადაგიძეს „როგორც შეეძლება, მხარს დაუჭერს“. მისივე თქმით, რადგან მისი შვილიშვილი უკეთაა, „სიფიცხემ გაუარა“.

"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი... იმ დროს პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩემი დაკი­თხვა მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, სა­ღა­მოს და­მი­რე­კეთ, სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, ვიც­ნობ ამ ქალ­ბა­ტონს, რა უნდა ვუ­თხრა, რა უნდა ვქნა? პო­ლი­ცი­ა­ში ის ვთქვი, რაც იყო. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვი კვდე­ბო­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რა მოხდა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრა­ლი.

რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? პირველი 2 დღე გი­ჟად ვი­ყა­ვი და ის დავ­წე­რე, რაც რე­ა­ლუ­რად ვი­ცო­დი. ვიც­ნობ დედა­მისს, კარგი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა? მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ითვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს. ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შემიძლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა...

ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლევანი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა. მთვრა­ლი იყო ისიც, ჩემი შვილიშვილიც, იმას ის გოგო მოს­წონ­და, ჩემ­სას იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ჟვა­ნი­ას რა და რო­გორ მო­ეჩ­ვე­ნა, არ ვიცი. ყვე­ლა­ნი, ვინც იქ იყ­ვნენ, ლე­ვა­ნი­კოს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ის გო­გო­ნაც. შევ­ხვდე­ბი დე­და­მისს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გავიგე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი", - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ა. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავის მხრივ, ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ გუშინ თოფაძეების ოჯახს მომხდარის გამო ბოდიში საჯაროდ მოუხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს