სოფელ ქვემო ლისში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ლევან დავითაშვილის თქმით, ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

“საქმიანი ეზო“ უზრუნველყოფს მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგებას. ჩვენი მიზანია, სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტულმა სერვისებმა ჩაანაცვლოს და მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი. ამ მიმართულებით, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში იქმნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განვითარდა და გაძლიერდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური პარკი და რამდენიმე ერთეულის ნაცვლად, დღეს, სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს. სააგენტოს კიდევ უფრო მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანსა და თელავში, სადაც სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია