ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან საარჩევნოდ ძალიან ბინძური კამპანია აწარმოონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „მმართველი გუნდის მაღალი რეიტინგის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს“.

როგორც ოხანაშვილმა ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურანლისტებს განუცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ “დესტრუქციული კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები” ბინძური კამპანიის წარმოებას შეეცდებიან.

“ჩვენი გუნდისთვის იმ მაღალი რეიტინგის პირობებში, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს, პრონციპულად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ძალიან ბინძური კამპანია აწარმოონ და შესაბამისად, ჩვენ ამისთვის გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ჩვენმა პარტნიორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რაც მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, როგორი იქნება განსხვავება “ქართული ოცნების” კამპანიასა და დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფების მიერ წარმოებულ კამპანიას შორის”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა