ისრაელის საელჩო - ისრაელის ელჩი მადლობას უხდის მეუფე მალხაზ სონღულაშვილსა და მეუფე რუსუდან გოცირიძეს, რომ მოგვცა შესაძლებლობა დავსწრებოდით ეიდ - ალ - ადჰასადმი მიძღვნილ მსახურებას

მოხარული ვართ, რომ ისრაელის საელჩომ, რელიგიათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის ფარგლებში, განვახორციელეთ ქველმოქმედება მშვიდობის საკათედრო ტაძრის სასარგებლოდ და შევიტანეთ ჩვენი წვლილი მრავალკონფესიურ პროექტში“, - ამის შესახებ ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ისრაელის საელჩოდან აცნობეს, ისრაელის ელჩი მადლობას უხდის მეუფე მალხაზ სონღულაშვილსა და მეუფე რუსუდან გოცირიძეს, იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ეიდ-ალ-ადჰასადმი მიძღვნილ მსახურებას.

„შევიტანეთ ჩვენი წვლილი მრავალკონფესიურ პროექტში, კერძოდ, დავეხმარეთ ტაძრის იმ სივრცის კეთილმოწყობაში, რომელიც განკუთვნილია მუსლიმი მორწმუნეებისთვის. ისრაელის ელჩი რან გიდორი მადლობას უხდის მეუფე მალხაზ სონღულაშვილსა და მეუფე რუსუდან გოცირიძეს, რომ მოგვცა შესაძლებლობა დავსწრებოდით ეიდ-ალ-ადჰასადმი მიძღვნილ ამ შთამბეჭდავ მსახურებას.

ისრაელის საელჩო ულოცავს ჩვენს მუსლიმ ძმებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ დღესასწაულს და უსურვებს კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და მშვიდობას“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორამციაში.

როგორც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში აცხადებენ, მშვიდობის კათედრალმა ყურბან ბაირამის დღესასწაული - ეიდ ალ-ადჰა (აბრაამის რწმენისა და მორჩილების გახსენება, რომელიც მზად იყო ღმერთისთვის შვილიც კი შეეწირა) აღნიშნა, რომელსაც ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დაესწრო. ელჩმა მშვიდობის კათედრალის ინტერრელიგური მშვიდობის პროექტს თანხა შესწირა და მადლობა გადაუხადა კათედრალს მისი სამშვიდობო საქმიანობისთვის.

სიტყვით გამოსვლისას ისრაელის ელჩმა ბრძანა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს, უფრო მეტად დავყავით ერთმანეთი რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მოწვევისათვის და აგრეთვე, იმ ღირებულებებში წვლილის შეტანის შესაძლებლობისათვის, რომელსაც ეს ეკლესია ემსახურება.

ამ კოვიდ-კრიზისის მძიმე პერიოდში, როდესაც ადამიანები, თითქოს, უნდა გავერთიანებულიყავით, პირიქით, ისედაც დაყოფილებმა, უფრო მეტად დავყავით ერთმანეთი რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით. მე დღეს აქ ისრაელის სახელმწიფოს სახელით ვდგავარ; იმ ქვეყნის, სადაც იუდეველები, ქრისტიანები და მუსლიმები თანაცხოვრობენ და ამასთანავე, საერთო წმინდა სივრცე გააჩნიათ. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მახარებს თქვენს მიერ წამოწყებულ პროექტში, იმ სიმბოლური შესაწირავით მონაწილეობა (რაც რეალურად, ზღვაში წვეთია, თუმცა ვიმედოვნებ, თავის როლს შეასრულებს), რომელიც მათთვის წმინდა სივრცის შენებით, სხვადასხვა ხალხების გაერთიანებას ემსახურება.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ წარმატებას ამ დიდ საქმეში!“,-განაცხადა ისრაელის ელჩმა.

მეუფე ილია ოსეფაშვილის შეფასებით, უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ისრაელის ელჩი მშვიდობის კათედრალში გადახდილ მუსლიმთა დღესასწაულში მონაწილეობს და კათედრალის ინტერრელიგიურ პროექტს თანხას სწირავს.

„მშვიდობის კათედრალში უკვე ტრადიციად იქცა მოძმე აბრაამული რელიგიების მნიშველოვანი დღესასწაულების აღნიშვნა და მუსლიმი და ებრაელი დებისა და ძმებისათვის მათი მილოცვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა