იაპონიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი დაიღუპა.
СNN-ის ცნობით, შემთხვევების თითქმის მეოთხედი ტოკიოში დაფიქსირდა, სადაც უკვე მეოთხე დღეა კოვიდ 19-ის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის 41 841 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 035 ადამიანი.
იხილეთ ვიდეო: იაპონიაში კორონავირუსის 1 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი დაიღუპა