მარინა ეზუგბაია -კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 გაჩიანიდანაა, 3 შემოტანილია, 4 არის ინფიცირებულების კონტაქტებიდან, 1 სამედიცინო პერსონალია და 3-ზე კვლევა გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 არის სოფელი გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 4 პაციენტი არის კონტაქტებიდან, ერთი სამედიცინო პერსონალი, ხოლო 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა.

ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ 244 პაციენტი მკურნალობს.

„4 პაციენტი არის გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთია სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 4 არის კონტაქტებიდან და 3 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. აგვისტოს პირველი რიცხვიდან დღემდე 26 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელებული კი 27. კოვიდი არ მიდის არსად, ცხოვრობს ჩვენთან ერთად და იმისთვის, რომ ეს მონაცემები არ იყოს დიდი და შემაშფოთებელი, აუცილებელა ყველა რეგულაციის შესრულება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 5 ახალი პაციენტი. სამი არის გაჩიანიდან, ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო ერთი შემთხვევა არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა