თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“

ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ იყო ჩვენთან სახლში, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“.

„ვიღაცაა ციდან მოფრენილი. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცთან ინტერვიუს ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. იგი ჟურნალისტს ბაჩანა ლობჟანიძის სახელით ეცნობა. მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტი 2015 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტში გაიცნო. მამაკაცის განცხადებით, არ იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, წყვილს არ ჰყავდა საერთო სამეგობრო და გოგონას მხოლოდ რამდენიმე მეგობარს იცნობდა. რაც შეეხება შეკითხვას, რა გააკეთა, როცა შეყვარებულის გაუჩინარების შესახებ გაიგო, მამაკაცის თქმით, გოგონას დაკარგვის შესახებ გაუჩინარებიდან 3 დღის შემდეგ გაიგო, თუმცა ბაჩალიაშვილისთვის არც მიუწერია და არც დაურეკავს, არც ოჯახში მისულა და არც სამძებრო სამუშაოებში ჩართულა.

"მე 27-ში ვკითხე, წამოხვედი სამსახურიდან თუ არათქო. გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე აქვს ჩემი მესიჯი ნანახი, თუმცა პასუხი არ აქვს დაბრუნებული. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ სამსახურში ბოლო შეკვეთებს მორჩებოდა და უნდა წამოსულიყო. თამარს რომ ეთქვა ჩემთვის, იქიდან წამოვედიო, ვნახავდი და აღარაფერი მოხდებოდა...

რატომ უნდა მომეძებნა? ჩემი სახსრებით არაფერი შემეძლო. ვერსად მოვძებნიდი, სახლში ვერ მივიდოდი. მშობლებს არ ვიცნობ­დი. სახლში ნამყოფი მანამდე არ ვყოფილვარ. რა უნდა გამეკეთებინა იმ მომენტში? ვეცნობოდი, რა მოხდა...

მობილურით ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით, რატომ უნდა დაგვერეკა? როდესაც არსებობს სოციალური ქსელები", - აცხადებს ის ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო: თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა