სომხეთში კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 586-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 770 -ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 30 850 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 7 738 ადამიანი მკურნალობს.

იხილეთ ვიდეო: სომხეთში კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს