მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გახსნა და ექსპერტიზა FBI-ს ექსპერტების გარეშე მოხდება, ამას ოჯახის მხრიდან პროტესტი მოყვება

თაბარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ ავტომანქანის გახსნა და ექსპერტიზის ჩატარება ფედერალური ბიუროს ექსპერტების გარეშე მოხდება, ამას ოჯახის მხრიდან დიდი პროტესტი მოყვება.

ადვოკატის თქმით, გამოძიების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ FBI-ს ექსპერტების გარეშე მანქანა არ გაიხსნას.

„საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე დაკმაყოფილება ჯერ შორს არის იმიტომ, რომ ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც მე პირადად მივმართე აშშ-ს საელჩოს წერილობით, როდესაც მოვითხოვე ფედერალური ბიუროს ჩართულობა, მაგრამ მათი მხრიდან მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად იქნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ გვინდა. ამაში უნდა ჩაერთოს გენერალური პროკურორი ბატონი შოთაძე. დღეს ალბათ შევხვდებით ხელმძღვანელობას, მაგრამ ამის შემდეგ მთავარი იქნება ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა.

მე არ მინდა ეს იყოს ისეთი ფორმით, რომ მხარდაჭერას გიცხადებ და მოდი დაველოდოთ, არანაირი ლოდინის რეჟიმი არ იქნება, ზუსტი ვადები უნდა იყოს გარკვეული. რაც შეეხება ავტომობილს, ის დალუქულია, გავარკვევთ ფედერალური ბიუროდან როდის ჩამოვლენ ექსპერტები. გამოძიების ინტერესშიც უნდა იყოს, რომ მერე რაიმე საუბარი არ მოყვეს ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი პროტესტი მოყვება ოჯახის წევრებისგან ავტომობილის ფედერალური ბიუროს ექსპერტების გარეშე გახსნას და ექსპერტიზის ჩატარებას“, - განაცხადა რამიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა