ნათია თურნავა - გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი სტუდენტების მორიგი ნაკადი უახლოეს მომავალში ე.წ „სოციალური რეისით“ შეძლებს გამგზავრებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი სტუდენტები უახლოეს მომავალში ე.წ „სოციალური რეისით“ შეძლებენ გამგზავრებას.

როგორც თურნავამ განაცხადა, სტუდენტები გერმანიაში სუბსიდირებული ფასით შეძლებენ გაფრენას.

„როგორც კი შემოვიდა ჩვენთან ასეთი საკითხი მთავრობაში, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლევადით დასაქმებულები გერმანიაში და აქვთ სამუშაო მოწვევა იმისთვის, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშავონ და შემდეგ დაბრუნდნენ და ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა, ჩვენ მათთვის დავაორგანიზეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტთან ერთად ე.წ „სოციალური რეისი“. ახლა რა ინფორმაციასაც გვაწვდის ახალგაზრდობის დეპარტამენტი, კიდევ არის მსურველების ჯგუფი ანალოგიური დადასტურებით, ვისაც ხელში უჭირავს ეს სამუშაო მოწვევები გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შემდგომი რეისი უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს, რომ შედარებით შეღავათიან, სუბსიდირებულ ფასად გაემგზავრონ და შეძლონ იმ უფლებით სარგებლობა, რაც ნიშნავს მოკლევადიან დასაქმებას გერმანიაში“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი სტუდენტების მორიგი ნაკადი უახლოეს მომავალში ე.წ "სოციალური რეისით" შეძლებს გამგზავრებას

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან