ნათია თურნავა - ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით მიმდინარეობს, 2700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან

შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გრძელვადიან უცხოელ ინვესტორებს მისცემს საშუალებას საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

“გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა, 2700-მდე განაცხადია სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის როგორც რეგიონის ქვეყნები, ასევე ბევრი ევროპული ქვეყანა, საიდანაც ბიზნესვიზიტორს უნდა მოკლევადიანი ბიზნეს ვიზიტით ჩამოსვლა.

ამ შემთხვევაში, მათ აქვთ უფლება კარანტინის გარეშე თავისი ხარჯით ჩაიტარონ გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტი. ეს ჩვენთვის არის უსაფრთხო. გარდა ამისა, ეს გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი და ინვესტორებთან ურთიერთობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გრძელვადიან უცხოელ ინვესტორებს მისცემს საშუალებას საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ.

„ჩვენ დავაანონსეთ ახალი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც აქვთ სურვილი საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ, შეძლებენ ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვლას. ძალიან მაღალი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, მათი დასაქმებულებისგან, ვინც დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.

მესმის, რომ არის შეკითხვები, როდის იქნება დაბალბიუჯეტიანი ფრენები შესაძლებელი, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მით უფრო, მეორე ტალღის მოლოდინში“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: ნათია თურნავა - ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით მიმდინარეობს, 2700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო