კახა კალაძე - არ უნდა გაიგოთ ისე, რომ კერძო ავტომობილებს ვებრძვით, მეც მყავს  ჯიპი და მეც მანქანით გადავაადგილდები

დედაქალაქში 2012 წელს დაახლოებით 180 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს ქალაქში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი და ყოველწლიურად ეს რიცხვი მზარდია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "შესაბამისად, ქალაქს ვერ გავბერავთ, ვერ გავზრდით".

"რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, უალტერნატივოა და ერთადერთი გზაა იმის, რომ არსებული პრობლემა მომდევნო წლების განმავლობაში ეტაპობრივად მოგვარდეს. დღეს და ხვალ შედეგს ვერ დავინახავ. მე და ჩემი თანაგუნდელები შეიძლება გავილანძღოთ, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ამ რეფორმის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.

ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის ის, რომ კერძო ავტომობილებს ვებრძვით, ეს ასე არავინ უნდა გაიგოს. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მყავს ჯიპი, მეც გადავაადგილდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძო ავტომობილებს ვებრძვით. პირიქით, ამ რეფორმით თანაბრად გადანაწილდება მიმართულებები. მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და ყველგან იქნება პროექტები განხორციელებული. შეიძლება ინფრასტრუქტურულად ვერ დავეწიოთ, ამას გარკვეული თანხები სჭირდება, მაგრამ დახაზვითი სამუშაოები ჩატარდება, რათა ავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. დაახლოებით, მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღის განმავლობაში, ამიტომ გვინდა ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს.

დაახლოებით, 55 ავტომობილი უდრის ერთ 12-მეტრიან ავტობუსს. წარმოგიდგენიათ, 55 ავტომობილს გამონაბოლქვის თვალსაზრისით რა პრობლემის მოტანა შეუძლია? მით უფრო, რომ 47% თბილისში მოძრავი ავტომობილების, არის 11-დან 20-წლამდე. 44% - 20 წლის ზევით.

შემთხვევითი ხომ არ არის ამდენი დაავადება, ამდენი პრობლემა ბავშვებში, ეს გამოწვეულია არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო და ჩვენ ამას მოვაწესრიგებთ",- განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღეს თბილისის ავტოპარკში 650 ავტობუსია, აქედან 454 ახალი. ევრო-6 ტიპის ავტობუსი. დარჩენილია დაახლოებით 188 ძველი ავტობუსი, რომელიც წლის ბოლომდე ჩანაცვლდება. გარდა ამისა, კალაძის თქმით, მერია 2021 წელს 200 ახალ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაზეც ტენდერის გამოცხადებული და უახლოეს მომავალში გამარჯვებული კომპანია გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა