თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოცემისა და 4 წლიანი შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

6 აგვისტოს თბილისის საკრებულოში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გამოცემის – „ილია და თბილისის“ – წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, აქტიურად მუშაობს საგამომცემლო მიმართულებით.

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი – „გალაკტიონი და თბილისია“. ახალ გამოცემას თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე, წარადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გაერთიანების გენერალური დირექტორი დამსწრე საზოგადოებას თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუშაობის 4 წლის ანგარიშს, მუზეუმების გაერთიანების განახლებულ ვებგვერდსა და მომდევნო 4 წლის სამუშაო სტრატეგიას წარუდგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო