გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდებზე დაახლოებით 94% გამოცხადდა, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3 600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12 000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.

ცენტრის ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. მათივე ცნობით, გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი (მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. აგვისტოს მეორე ნახევრიდან ცენტრის ვებგვერდზე დაიწყება მასწავლებლობის მსურველთა შედეგების განთავსება, ხოლო მაგისტრობის კანდიდატებს საკუთარი შედეგების ნახვის საშუალება ექნებათ, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდ-ზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.

მისივე განცხადებით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე მაქსიმალურად იყო დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

იხილეთ ვიდეო: გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს