ამერიკელი კონგრესმენი - საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ოკუპაცია დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროებას გვახსენებს

ამერიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ანექსია და უწყვეტი ოკუპაცია აშშ-ს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის აუცილებლობას ახსენებს.

„მიმდინარე კვირაში აღინიშნება რუსეთის საქართველოში შეჭრის მე-12 წლისთავი. საქართველოს ტერიტორიის ანექსია და უწყვეტი ოკუპაცია აშკარად გვახსენებს იმ დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროებას, რომელთაგან ბევრი დამოკიდებულია შეერთებული შტატების დახმარებაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ბრძოლაში“, - წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს კიბერსივრცეშიც შეიჭრა.

„რუსეთი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიჭრა, არამედ კიბერსივრცეშიც, სადაც მათ შეტევა განახორციელეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და კომუნიკაციებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაყოვნა საქართველოს პასუხი და შესაძლებლობები,“- წერს კონგრესმენი.

ჯონ კატკო მიიჩნევს, რომ მომავალში მსგავსი თავდასხმები აშშ-მა მოკავშირეებისთვის დახმარების აღმოჩენის გზით უნდა აღკვეთოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა