პარტია "რეფორმერის" წევრი ლაშა პატარაია - საჭიროა ადამიანებმა დაიცვან თავი ტყუილისგან, გაარჩიონ ფაქტები მოსაზრებებისგან, სიმართლე  - დეზინფორმაციისგან

4 აგვისტოს, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" წევრმა, უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ გამართა მასტერკლასი "პოლიტიკური ტყუილი, პროპაგანდა, მასებზე მანიპულაცია და სიცრუის თეორია".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს, მასტერკლასს 200 -ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

მათივე ცნობით, ყველაზე მოთხოვნადი მასტერკლასის მიზანი , დამსწრე საზოგადოებისთვის სხეულის ენის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდების, პოლიტიკური ტყუილის, პროპაგანდის და მასებზე მანიპულაციის გზების განხილვა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო. მასტერკლასის სადისკუსიო ნაწილში აქტიურად ჩაერთნენ მასტერკლასის მონაწილეები.

„ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით უამრავ ტყუილს. ეს ხდება პირად ცხოვრებაში, საქმიან ურთიერთობაში, მედიაში, განსაკურებით კი პოლიტიკაში. დღეს, ისე როგორც არასდროს ვართ ინტენსიური პროპაგანდისტული და მასებზე მანიპულაციის კამპანიების სამიზნე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. ასეთ დროს ადამიანს განსაკუთრებულად სჭირდება კომპასი, იმისთვის, რომ დაიცვას თავი ტყუილისგან, გაარჩიოს ფაქტები მოსაზრებებისგან , სიმართლე - დეზინფორმაციისგან. ის ცოდნა და უნარები, რაც მიიღეს მასტერკლასის მონაწილეებმა მისცემთ მათ საშუალებას, ახალ საფეხურზე აიყვანონ თავისი პროფესიული და პირადი ცხოვრება“, - განაცხადა პარტია "რეფორმერის" წევრმა, უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს