გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ერთად დააყენებენ კანდიდატურებს თუ ცალ-ცალკე, არაფერს რომ დაუმატო არაფერი, ჯამში გამოვა არაფერი

ერთად დააყენებენ კანდიდატურებს თუ ცალ-ცალკე, არაფერს რომ დაუმატო არაფერი, ჯამში გამოვა არაფერი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე -სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციურ პარტიებს აერთიანებთ დესტრუქციის სურვილი, მაგრამ ამბიციები აშორებთ ერთმანეთისგან.

„ჩუღურეთელებსაც და დიდუბელებსაც კარგად ახსოვთ, როგორ მიხედა „ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ რაიონებს. რა სერიოზული პრობლემები დაგვიტოვა, რომელიც დღემდე მოგვყვება და რომელი პოლიტიკური ძალაა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოზე გაიყვანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უპერსპექტივობა განაპირობებს ამ აჭრილ სიტუაციას. მათ აერთიანებთ დესტრუქციის სურვილი, მაგრამ მათ ამბიციები სერიოზულად აშორებთ ერთმანეთისგან და კიდევ ერთხელ აკეთებენ იმის დემონსტრირებას, რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას, თუ ისინი ერთობლივად რაიმე მართვის სათავეს ჩაიგდებენ ხელში”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, როგორ აფასებს საკუთარ შანსებს არჩევნებზე ოპოზიციასთან შედარებით, ვოლსკი ამბობს, რომ „კარგად”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა