არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს, - ორი უკვე აქვს

„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს და დატოვოს კონკურსი, - ორი უკვე აქვს", – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ქართველმა ხალხმა ორჯერ უკვე უთხრა „არა”.

„მას ორი „არა” უკვე აქვს მიღებული 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე „არას” მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე, კრძალავს დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, უფრო საინტერესოა ოპოზიციისთვის, რადგან მის პარტიაში და სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც გრძობენ, რომ ის ხელს უშლის ოპოზიციის საქმიანობას. „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული, გვაქვს ჩვენი პროგრამა, ვთავაზობთ საზოგადოებას სიმშვიდეს, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაგეგმილი გვაქვს განათლების სფეროში შემდგომი ფუნდამენტური რეფორმები, შევძლებთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ განახლებული გუნდით და ძლიერი პოლიტიკური პროგრამით მივალთ თოთოეულ მოქალაქესთან. დარწუმებული ვარ, რომ მივიღებთ ბევრის მხარდაჭერას. ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის გაძლიერებისა და უკეთესი მომავლის. ჩვენ მზად ვართ, მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა