ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და სახლთან კამერების განთავსებას გეგმავს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერების განთავსებას გეგმავს. როგორც ლობჟანიძემ „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრავიდეოს“ განუცხადა, ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

„კამერები შემიძლია დავაყენო გარშემო იმ ადგილზე, სადაც ვცხოვრობ. ჯერ ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. მითხრეს, რომ საქართველოდან ვერ მოიგებ ამ საქმეს, ბევრი რაღაც იკვეთება. შემიძლია შვედეთში წავიდე და იქედან გავუწიო ოპერირება ამ საქმეს“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, ეჭვებს უჩენს ის ფაქტიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოზე კონკრეტული „თეგები“ მოშლილია. როგორც ლობჟანიძე ამბობს, აქცენტი მასზე გამიზნულად კეთდება.

„23 ივნისს თამარმა „ინსტაგრამზე“ ატვირთა ვიდეო. ჩვენ ვიყავით ძველ თბილისში, სადაც პიანინო უკრავდა. ვიდეოს რამდენიმე „თეგი“ ჰქონდა, მათ შორის „my love” და “heart”. შემდეგ ვნახე, რომ „my love” არის ამოშლილი, ვფიქრობ, ამით პირდაპირ აქცენტს აკეთებს ვიღაც ჩემზე გამიზნულად. თუ ამას თამარის რომელიმე მეგობარი აკეთებს, მაშინ ეს პიროვნულია, მაგრამ თუ ვინმე ამას მიწვდა, რატომ აკეთებს აქცენტს, რომ თამარს შეყვარებული არ ჰყოლია?! რატომ არ ამოშალეს მთლიანად ეს ვიდეო და რატომ წაშალეს მხოლოდ ეს „თეგი“? რატომ მოხდა მაინცდამაინც ჩემზე აქცენტი და რატომ წაშალეს „my love”? ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ ერთადერთი ხელშესახები პიროვნება ვიყო ამ თემაში. ცხადია, თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ. რატომ კეთდება ჩემზე აქცენტი, ეს გაუგებარია. ასევე მაინტერესებს, რატომ ჰქონდა მას ელექტროშოკი, რომელიც ორი თვის წინ შეიძინა? რატომ ატარებდა ამას მანქანით? ეს თამარს არ უთქვამს, მედიით გავიგე მშობლებისგან. არც ის ვიცოდი ფსიქოლოგი რომ ჰყავდა. გამოძიებამაც მკითხა, თუ რაიმე შეგინიშნავთ სუიციდთან დაკავშირებით. მანამდე არანაირი ნეგატიური ფონი არ შემიმჩნევია“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ პირი, რომელიც ჟურნალისტს ბაჩანა ლობჟანიძის სახელით ეცნობა, აცხადებს, რომ 23 წლის პროგრამისტი 2015 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტში გაიცნო. მამაკაცის თქმით, არ იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, წყვილს არ ჰყავდა საერთო სამეგობრო და გოგონას მხოლოდ რამდენიმე მეგობარს იცნობდა.

რაც შეეხება შეკითხვას, რა გააკეთა, როცა შეყვარებულის გაუჩინარების შესახებ გაიგო, მისი თქმით, გოგონას დაკარგვის შესახებ გაუჩინარებიდან 3 დღის შემდეგ გაიგო, თუმცა ბაჩალიაშვილისთვის არც მიუწერია და არც დაურეკავს, არც ოჯახში მისულა და არც სამძებრო სამუშაოებში ჩართულა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა