რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, ის ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის როლი ოპოზიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანია.

„ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი უკრაინის მოქალაქეობის რაღაც სამართლებრივი კირკიტით. ის არის საქართველოს მოქალაქეც, ის არის საქართველოს პოლიტიკური პარტიის ცხოვრების მთავარი მოტორი და ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არ არსებული სასამართლოს პირობებში არაფერს ნიშნავს. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მოიაზრებოდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არ არის დამალული და თუ აქ ის გადაწყვეტს, რომ იყოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც სიმბოლურად ჩაუდგებოდა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს, რატომაც არა, მაგრამ ეს არის მისი გადასაწყვეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთანავე, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრების ფორმატში გაერთიანებული ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს „უმრავლესობას შეუქმნის.

„ივანიშვილს ჰყავს ორი ოფიციალური სატელიტი, ერთ გაცხადებული სატელიტი - ზვიად ძიძიგური და მეორე ფარული სატელიტი „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელთაც არ უნდათ დაღდასმულ „ოცნებასთან“ ასოცირება და ჩუმად მოისატელიტებენ. დანარჩენი ყველა ამბობს, რომ არ შეუქმნის უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს იმ დიდ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ თუ სხვა, ერთად არიან ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო