ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად ჰოლანდიის ელჩის მეუღლე მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, ბეირუთში გუშინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზარდა. ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.