გედევან ფოფხაძე - ყველა განცხადება, რომელსაც სააკაშვილი აკეთებს, არის ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა

პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება „ქართული ოცნების” სასარგებლოდაა.

ფოფხაძის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს.

„მიმაჩნია, რომ ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა. ამომრჩეველი არ დაუშვებს „ნაციონალების“ რევანშს, ეს ყველამ კარგად ვიცით.

მგონია, რომ ეს განცხადებები საბოლოო ჯამში არ იქნება აქტუალური იმიტომ, რომ ფორმულა - არა „ნაცების” რევანშს, მაგრამ „ოცნება” უნდა წავიდეს, არის მთავარი ფორმულა, რომლითაც უნდა ისარგებლოს ამომრჩეველმა. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის არჩევანი იქნება გამომდინარე ამ პრინციპიდან: მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ივანიშვილი უნდა წავიდეს”,- განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი”.

„ყველა პარტია დაასახელებს თავის პრიორიტეტს და ამასაც ვნახავთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა ის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში პრემიერობის კანდიდატი იყოს.

„მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო