ექიმები დაკავებულ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ და სასამართლოს სთხოვენ, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ექიმები არიან შეკრებილი. ისინი „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორსა და ამავე კლინიკის ექიმს მხარდაჭერას უცხადებენ და მოითხოვენ, რომ მათ წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ იქნას გამოყენებული.

„ერთმნიშვნელოვნად ყველა თანხმდება, რომ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ იყოს გამოყენებული, ვინაიდან ორი წელიწადია გრძელდება ეს პროცესი, ყველაფერი ცხადია გამოძიებისთვის, ყველა თანამშრომლობს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულონი არიან, სისხლის სამართლებრივი დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ და დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს ღია პროცესზე ეს ყველაფერი. ხოლო წინასწარი პატიმრობა ჩვენი აზრით, არის გაუმართლებელი და ჩვენმა გაერთიანებამ შუამდგომლობითაც მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომ გამოყენებული იქნას გირაო და არ იყოს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული,“- განაცხადა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა