დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტისმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ტრადიციად ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და უშუალოდ საქართველოს ოფისის დირექტორთან.

„ჩვენ პერიოდულად ვიხილავთ არსებულ საკითხებს, და ვგეგმავთ ერთიან სტრატეგიას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღას და რეკომენდაციებს და ქმედებს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ის, რომ ეს პოზიტიური შედეგი მივიყვანოთ ბოლომდე. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო იყო წარმატებული და ის კმაყოფილია როგორც ხელისუფლების ქმედებით, ასევე საზოგადოების დამყოლობით და დამოკიდებულებით, რამაც სწორედ ეს პოზიტიური შედეგი განაპირობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთობლივად დაგეგმეს, ჯანმოს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა საბაზისო კანონმდებლობა და ამ ნამუშევარმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ოფისის ხელმძღვანელის მხრიდან.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პროექტი პრაქტიკულად მზადაა და მისი განხილვები ძალიან მალე დაიწყება, ამ მოწვევის პარლამენტში მოხდება მისი ინიცირება და ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ სექტორში არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ იყოს ამოწურული.

„შევეხეთ თამბაქოს შესახებ კანონს და გავაანალიზეთ ის შედეგები, რა პოზიტიური შედეგებიც მოიტანა ამ საკანონმდებლო ცვლილებამ, ჯანმო პერიოდულად ატარებს კვლევებს და ბოლო კვლევებით შემცირებულია თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით დაბალი ასაკის მწეველთა შორის, რაც არის განსაკუთრებით კარგი შედეგი. ჯანდაცვის კომიტეტი ჯანმოს-თან ერთად აგრძელებს მოსახლეობაზე ზრუნვას და ჩვენი თანამშრომლობა იქნება ყოველდღიური და შესაბამისი დადებითი ეფექტი ამას აუცილებლად ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომეტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს