შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა - მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, ადვოკატს კი არ უსმენს - შენიშვნა მივეცი და გამომაძევეს

მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, ადვოკატს კი არ უსმენს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებთან მცხეთის რაიონული სასამართლოს დატოვებისას განაცხადა.

როგორც არასრულწლოვნის მამა აცხადებს, ის სასამართლო სხდომიდან იმის გამო გამოაძევეს, რომ მოსამართლეს შენიშვნა მისცა.

„მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს. როცა საუბრობს ადვოკატი, არ უსმენს, facebook-შია შესული, ემესიჯება ვიღაცეებს. ვეღარ მოვითმინე, მივეცი შენიშვნა მოსამართლეს, ქალბატონო ზრდილობის გამო მოუსმინე ადვოკატს-თქო და გამომაძევეს დარბაზიდან“, - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)