ჰუბერტ ქნირში საქართველოს ოკუპაციაზე - არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც შეგიძლია დააჭირო და ეს კონფლიქტი გადაჭრა

არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც შეგიძლია ხელი დააჭირო და ეს კონფლიქტი გადაჭრა. ყველამ ვიცით, რომ ამას მომავალი წლების განმავლობაში ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდება , - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან საუბარში 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც შეგიძლია ხელი დააჭირო და ეს კონფლიქტი გადაჭრა. ყველამ ვიცით, რომ ამას მომავალი წლების განმავლობაში ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდება. ასევე მცდელობები ადგილზევე აქ, საქართველოში, საზოგადოებებს შორის ურთიერთობა და ერთად ცხოვრების ინტერესის გაღვივება. ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა გადაიჭრას. არ არსებობს ჯადოსნური გამოსავალი, ეს ჩვენგან, ყველასგან ძალისხმევას მოითხოვს, გერმანია ამ ძალისხმევას ყველა შესაძლო გზით მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო გამართავს სპეციალურ სხდომას, სადაც აღნიშნულ კომფლიქტზე იმსჯელებს.

„მსოფლიოს ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. გაეროს უშიშროების საბჭო გამართავს სპეციალურ სხდომას პარასკევს იმის განსახილველად, თუ რა მოხდა გასული 12 წლის განმავლობაში. რატომ არის ამ კონფლიქტთან და მის მოგვარებასთან დაკავშირებით ასეთი მცირე პროგრესი მიღწეული. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროკავშირსა და ნატო-ში და ვიმედოვნებ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის მცდელობას გადაჭრას კონფლიქტი და იმუშაოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასთან“, - აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო