გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, რაც დააკმაყოფილა.

„სასამართლომ განიხილა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებ მტკიცებულებად ცნო. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე, არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, საქმის არსებითი განხილვის დროს გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხებიან.

„დღევანდელი მოლოდინი, რომ ამირხანაშვილს და ახვლედიანს სასამართლო დაუშვებლად ცნობდა ამ საქმეში და გამორიცხავდა ამ პირებს, არავის ჰქონდა ამის მოლოდინი. ასევე, არავის არ ჰქონდა მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიდა იგივე მოსამართლე, რომელმაც დაპატიმრება შეუფარდა. არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ. დაიკითხებიან საქმის არსებითი განხილვის დროს, როგორც ამირხანაშვილი, ისე ახვლედიანი", - განაცხადა ადვოკატმა.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის განცხადებით, სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატებს იმ შუამდგომლობაზე, რომელიც ბრალდებული პირებისთვის დევნის შეწყვეტას ეხებოდა.

„განხილული იყო საკითხი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის თაობაზე, რა დროსაც, ყველა ადვოკატს ჰქონდა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტის თაობაზე, რადგანაც არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. არ არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებები საქმეში, რომელიც შექმნიდა სტანდარტს პირის შესაძლო დამნაშავედ ცნობისთვის. ჩვენი შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, სამწუხაროდ, არ გაიზიარა სასამართლომ. მოლოდინი არც გვქონდა, რომ გაიზიარებდა და შეწყვეტდა დევნას, რადგანაც წინა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები. სასამართლომ მიიჩნია რომ ისინი პატიმრობაში უნდა ყოფილიყვნენ. შესაბამისად, არანაირი მოლოდინი ამის შემდეგ, რომ შეწყვეტდა დევნას არ გვქონდა. სამწუხაროდ, არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება. მათ შორის, ადვოკატების ნაწილი ითხოვდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების გადაცემას.

მორიგი სასამართლო სხდომა 18 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს