სოზარ სუბარი - ვანო მერაბიშვილი არავის  სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, გააგდეს

ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ, არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს.

როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სჭირდება, ვინაიდან ის დისკრედიტირებულია.

ვანო მერაბიშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ვანო მერაბიშვილზე კარგად თქვა თეა წულუკიანმა, ციხიდან გამოსვლის აჟიოტაჟის მეორე დღეს - „ეს იქნება ცხელი კარტოფილი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გადაულოცავს და არავის მოუნდება ამ ცხელი კარტოფილის ხელში დაჭერაო“ ან კახი კალაძემ რომ თქვა, „მეტი ვანო ოპოზიციასო“. ცხადი გახდა მეორე დღესვე, რომ ეს ადამიანი არავის სჭირდებოდა, დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე, არაინტელექტით, არაადამინისტრაციული რესუსით, ნუ, ახლა მოპარული ფული თუ აქვს, იმას რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით. ამიტომაც, არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა, გაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წელს“, - განაცხადა სუბარმა.

იხილეთ ვიდეო: ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, გააგდეს - სოზარ სუბარი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა