ევროკავშირმა ბეირუთში მეხანძრეები და სპეციალური აღჭურვილობა გააგზავნა

ევროკავშირმა მაღალ დონეზე გაწვრთნილი 100 მეხანძრე სახანძრო მანქანებით, ძაღლებითა და სპეციალური აღჭურვილობები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გააგზავნა, - ამის შესახებ კრიზისის მართვის საკითხებში ევროკომისრის, ჯანეზ ლენარიჩის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვიზიარებთ ლიბანელი ხალხის შოკსა და მწუხარებას და ამ რთულ პერიოდში ევროკავშირი მათ სრულ მხარდაჭერას სთავაზობს“, - აცხადებს ევროკომისარი.

მისივე თქმით, ლიბანელი ხალხისთვის დახმარების გაწევის სურვილი ნიდერლანდებმა, საბერძნეთმა, ჩეხეთმა, საფრანგეთმა, პოლონეთმა და გერმანიამ უკვე გამოთქვეს.

შეგახსენებთ, ბეირუთში 4 ივლისს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს