დღეს ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოების ცერემონიალი - „ელექტრონავტი XI“ გაიმართება

5 აგვისტოს, საღამოს 23:00 საათზე, ,,ლენო რექორდსის’’ სტუდიიდან მეთერთმეტედ გაიმართება ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოების ცერემონიალი - „ელექტრონავტი XI“, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიება ჩატარდება განსხვავებული ფორმატით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს დაჯილდოების პირდაპირ ტრანსლაციას ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge და გაიგოს ვინ გახდა სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებული ნომინანტი.

ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავდა პროფესიონალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური (40%-იანი წილი ეკუთვნის ონლაინ გამოკითხვას, ხოლო ჟიურის - 60%).

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში წელს 10 ნომინაციაში, 150 ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: საუკეთესო ფესტივალი, საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, საუკეთესო ლეიბლი, საუკეთესო ალბომი, საუკეთესო დიჯეი, საუკეთესო ცოცხალი შესრულება, საუკეთესო კომპოზიცია, საუკეთესო მედია, ახალი სახე და „ელექტრონავტი Xl“.

ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ და ახალი კომპოზიციებით წარსდგებიან ისეთი წარმატებული არტისტები, როგორებიც არიან:

Killages, LOUDspeakers, ერეკლე გეწაძე, ნატუკა ნაცვლიშვილი, ანუშკა ჩხეიძე, გიორგი ერგემლიძე, დიმა დადიანი, Insight, Devine Remedy, Michailo, Spacejam 92.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა