ალეკო ელისაშვილი - ჩვენი გეგმა ორ ფეხზე დგას - სოფლის მეურნეობა და განათლება

სოფლის მეურნეობა გამოგვკვებავს და ცოდნა გაგვამდიდრებს, - პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა, პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე და ხედვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოქალაქეობა ღირსებაა, ხოლო ცოდნა, შრომა და პატიოსნება - მთავარი სამოქალაქო ღირებულებები.

„ჩვენ გვჭირდება ეროვნულ და არა ვიწრო-პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული განათლების სისტემა - საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობის გაძლიერება, პედაგოგებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვა, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, საქართველოსთვის პრაქტიკული და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით - მეღვინეობა, სხვა აგროსპეციალობები და ა.შ.

გვჭირდება სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა და ეროვნული სასურსათო კალათის ფორმირება - სახელმწიფო ბალანსზე არსებული ნახევარ მილიონ ჰექტრამდე სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების სავარგულების ეტაპობრივი, უფასო პრივატიზაცია - ფერმერზე საშუალოდ 30 ჰექტარი მიწის განკერძოების მიზნით.

მსხვილი თანამედროვე საფერმერო ამხანაგობა-კოოპერატივების სახელმწიფო თანადაფინანსება და მექანიზაციით უზრუნველყოფა. სამაცივრე და სხვა საკვანძო აგრო-ლოჯისტიკური მეურნეობების სრულად გათავისუფლება გადასახადებისგან 10 წლის ვადით.

ბიო-ორგანული მეურნეობების წახალისება, რეგიონალური აგრო-ბირჟების განვითარება, კვების პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვებისას, ქართული პროდუქციისთვის პრიორიტეტის მინიჭება“ , - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

„მოქალაქეების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს თითოეული შრომისმოყვარე და პატიოსანი მოქალაქე იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას.

„ქართველი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაა ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია!“ , - აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს