ნათია ცირეკიძის მამა - სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია და მომავალი გვიჩვენებს, ყველაფერი როგორ დამთავრდება

კომაში მყოფი პაციენტის მამის, მირზა ცირეკიძის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

ცირეკიძის განმარტებითვე, ის "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დეირექტორის, გიორგი ლობჟანიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ნაწილობრივ ეთანხმება.

"პროკურატურის საქმიანობით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ერთი წელიწადი მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება სამართლიანია და მომავალი გვიჩვენებს ყველაფერი როგორ დამთავრდება. გირაოს ნაწილობრივ ვეთანხმები, ადამიანის მორალიდან გამომდინარე", - განაცხადა ცირეკიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა