მარიამ ჯაში ჟურნალისტებს - ძალიან გთხოვთ, არ დავუშვათ, საზოგადოებაში ეპითეტი -„თაღლითი“ გახდეს ასოცირებული ექიმებთან

არ დავუშვათ, ჩვენს საზოგადოებაში ეპითეტი - „თაღლითი“ ასოცირებული გახდეს ექიმებთან , - ამის შესახებ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით ის მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდათ.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამედიცინო შეცდომა სახეზეა.

„გიორგი ლობჟანიძე არის ჩემი თანაკურსელი, 27 წელი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მაკავშირებს მასთან და ვიცნობ, როგორც გამორჩეულ მედიკოსს და თავისი საქმის პროფესიონალს. არ შემეძლო თავდებში არ დავმდგარიყავი მის გირაოს შეთავაზებას. ბუნებრივია, ძალიან სასიხარულოა, რომ გიორგი ძალიან მალე გათავისუფლდება, ვიდრე მიმდინარეობს საქმის ძიება, თუმცა, ბატონი ვატო ყიფიანის პატიმრობაში დატოვება, რა თქმა უნდა, აჩენს ასევე სერიოზულ პრობლემას სამედიცინო საზოგადოებაში. კითხვის ნიშნები რჩება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით.

ძალიან რთულია დღეს ჩვენ ვიმსჯელოთ მხოლოდ სამართლებრივი მოცემულობიდან. არ შეიძლება, არ გავითვალისწინოთ ოჯახის მდგომარეობა. უმძიმეს შემთხვევასთან გაქვს საქმე. საუბარია ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლეზე, ოჯახზე, რომელიც 20 თვე არის გამოუვალ მდგომარეობაში. ვფიქრობ, იყო დაშვებული სერიოზული ჩავარდნები, ელემენტალურ პიროვნულ დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში.

ვფიქრობ, სამედიცინო შეცდომა ნამდვილად სახეზეა, მაგრამ კვალიფიკაციების მინიჭება და საქმის დეტალური განხილვა უნდა მოხდეს თანმიმდევრულად. უცნობია, ჩემთვის ყველა დეტალი. მე პირადად ოჯახსაც დავუდასტურე მზაობა, რომ თუ იქნება სურვილი მედიატორის როლიც გავწიო კოლეგებთან ერთად, უფრო ფართო სამედიცინო საზოგადოების ჩართულობა უნდა მოხდეს.

მინდა დავაფიქსირო თხოვნა, დიდი პატივისცემა მედიის ყველა წარმომადგენლის მიმართ, ძალიან გთხოვთ, არ დავუშვათ ჩვენს საზოგადოებაში ეპითეტი თაღლითი გახდეს ასოცირებული ექიმებთან. ექიმები ის ადამიანები ადამიანები არიან, ვინც ჩვენთვის ყოველდღე იბრძვიან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა