ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, გაასაჩივრებს

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ბრალდებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც მან აღნიშნა, ბრალი დაუდასტურებელი და უსაფუძვლო იყო.

„მე ვიცავდი ორი ბრალდებულის ინტერესებს - ვახტანგ ყიფიანისა და გიორგი ლობჟანიძის. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, გიორგი ლობჟანიძის შემთხვევაში გამოყენებულია გირაო, ვახტანგ ყიფიანის შემთხვევაში კი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები. სრულიად წარმოუდგენელია ეს გარემოება. ჩვენი მოთხოვნა იყო საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყვნენ ეს ბრალდებულები, რადგან ის ბრალი რაც მოიტანა სასამართლოში ბრალდების მხარემ აბსოლუტურად დაუდასტურებელი და უსაფუძვლო იყო“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

იხილეთ ვიდეო: ბრალდებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის პატიმრობაში დატოვებას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო